კახეთში გადამუშავებულია 2500 ტონა ყურძენი - ღვინის სააგენტო

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დღეის მდგომარეობით კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 2500 ტონა ყურძენი. ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ განაცხადა.

სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის რთვლის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 110 ღვინოს საწარმო, რომელიც მოსახლეობისგან ყურძენს შეისყიდის.

"მოსავლის დაბინავება ამ ეტაპზე ძირითადად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს, მომავალი კვირიდან რთვლის პროცესი უფრო აქტიურ ფაზაში გადავა. ვხედავთ, როგორ გაზრდილია მოსავლიანობა ბოლო 10 წლის მანძილზე, რაც ექსპორტის ზრდამ და დარგის განვითარებამ განაპირობა", - განაცხადა ლევან მეხუზლამ.

რთველი 2023-ის საკოორდინაციო შტაბი თელავში 24 აგვისტოს გაიხსნა.

ინფორმაციისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, რთვლის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა წელსაც განხორციელდება. კერძოდ, რთველი 2023-ის ფარგლებში, რქაწითლისა და კახური მწვანის ჯიშების ყურძნის სუბსიდირება მოხდება, რაც 1 კგ-ზე 20 თეთრს შეადგენს.

სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, წელს რთვლის სუბსიდიის საერთო ბიუჯეტი 50 მილიონი ლარია.