"მსოფლიოში ეს უმსხვილესი ღონისძიება დამთვალიერებლებს ფართოდ წარუდგენს ტურიზმის მზარდ სექტორს" - პრემიერი ITB Berlin-ის შესახებ

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველო წელს მასპინძელი ქვეყანაა მსოფლიოში უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე - ITB Berlin-ი, რომელიც პრემიერ-მინისტრმა 7 მარტს ოფიციალურად გახსნა. ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ ტვიტერში ეხმაურება საქართველოს მონაწილეობას გამოფენაში.

პრემიერის თქმით, საქართველოს კულტურა და ტრადიციები, ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, ადგილს გვიმკვიდრებს მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ცენტრებს შორის.

„მაქვს პატივი, ოფიციალურად გავხსნა ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა ბერლინში, სადაც წელს საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსი აქვს.

მსოფლიოში ეს უმსხვილესი ღონისძიება დამთვალიერებლებს ფართოდ წარუდგენს ტურიზმის მზარდ სექტორს.

ჩვენი კულტურა და ტრადიციები, ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, ადგილს გვიმკვიდრებს მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ცენტრებს შორის,“- წერს პრემიერი „ტვიტერში“.