ვიქტორ ჯაფარიძის ქონებრივი დეკლარაცია

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რა ქონებას ფლობს ტელეკომპანია „პოსტივის“ ერთ-ერთი მეწილე

ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრი და „ქართული ოცნების“ გულმხურვალე წარმომადგენელია. თანაც იმდენად გულმხურვალე და მგზნებარე, რომ პარალელურად, სოზარ სუბარის „ხალხის ძალასაც“ კი წარმოადგენს. ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის შესახებ კანონის მხარდაჭერის გამო, სკანდალშიც კი გაეხვა, როდესაც თავისუფლების მოედანთან ახლოს, ბოსტნეულის მაღაზიის მფლობელებმა - ცოლ-ქმარმა სულ „რუსეთის მონა“ უწოდეს, ვიდეოც გადაუღეს და სოციალურ ქსელშიც ატვირთეს. სამართლიანობა მოითხოვს და აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რაც მოგვიანებით გაირკვა - „პროტესტანტების“ მიერ, ლამის ეროვნულ გმირებად გამოცხადებული ცოლ-ქმარი, არც მეტი და არც ნაკლები, პირსისხლიანი მეგის ქარდავას ახლობლები ყოფილან... ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ამჯერად, „ვერსია“ ვიქტორ ჯაფარიძის ქონებრივ დეკლარაციას გთავაზობთ.

 

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ვიქტორ ჯაფარიძე მესტიაში, მიწის რვა ნაკვეთის მფლობელია, რომელიც მემკვიდრეობით მიუღია. ამ ნაკვეთების ჯამური ფართობი 31 462 კვ. მეტრია. მასვე, დაბა მესტიაში, მემკვიდრეობით მიუღია კომერციული ფართი და საცხოვრებელი სახლი.

დეკლარაციიდან ისიც ირკვევა, რომ 2013 წელს, დეპუტატს 180 000 აშშ დოლარად შეუძენია 131.5 კვ.მ.ფართობის ბინა თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე.

დეკლარაციის მიხედვით, ვიქტორ ჯაფარიძის მეუღლე, ნათია ხვისტანი 2012 წელს გამოშვებულ მსუბუქ ავტომობილსml-ს ფლობს, რომელშიც 20 000 აშშ დოლარი გადაუხდია.

რაც შეეხება კომპანიებს, ჯაფარიძეს ეკუთვნის ტელეკომპანია „პოსტივის“ წილის 52% (დანარჩენი წილები შალვა რამიშვილსადა თემურ ჭარელაშვილზე ყოფილა გადანაწილებული). გარდა ამისა, დეპუტატი ფლობს შპს „სეტი პლიუსის“ 33.3%-იან წილს ოთარ ჩართოლანთან ერთად; ჯაფარიძისვესაკუთრებაშია შპს „თაბუნი“, რომლის წილსაც ოთარ მაზმიშვილი მართავს.

დეპუტატის მეუღლის, ნათია ხვისტანისსაკუთრებაშია All seasons-ის წილის 50%; შპს „ქცია 94“-ის 66.9%.

კომერციული ფართის გაქირავებისთვის, ჯაფარიძესერთი წლის მანძილზე, 90 238 ლარი მიუღია. დეპუტატის წლიური ხელფასი კი 48 067 ლარია.დანაზოგის სახით,დეკლარაციაში მხოლოდ 29 000 ლარი აქვს მითითებული, მის მეუღლე ნათია ხვისტანს - 21 500 ლარი.