ზეთი, ანტიბიოტიკი, ნათურა, ატამი, მღებავის მომსახურება - რა გაძვირდა და გაიაფდა ყველაზე მეტად?

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მაისში საქართველოში 2%-იანი წლიური ინფლაცია დაფიქსირდა, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. საქსტატის თანახმად, ფასების მატება ყველაზე მეტად ტრანსპორტის ჯგუფს და საწვავის ფასების ზრდას უკავშირდება, რადგანაც წინა წელთან შედარებით ბენზინის ღირებულება 31%-ით არის გაზრდილი.

რაც შეეხება სურსათის ფასებს, წინა წელთან მიმართებით სურსათის ღირებულება 0.7%-ით არის მომატებული. საქსტატი ინფლაციას 305 სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების ფასების ყოველთვიური გამოკვლევის შედეგად ითვლის, მათ შორის შედის როგორც სწრაფად მოხმარებადი და საყოფაცხოვრებო საქონელი (როგორიცაა სურსათი, ელექტროტექნიკა და სხვა საქონელი) ასევე სხვადასხვა სერვისები, მაგალითად მგზავრობა დასვენება, ტურისტული მომსახურება, ასევე სარემონტო მასალები და სერვისები შედის.