პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ქონებრივი დეკლარაცია

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ეგრეთ წოდებული უცხოეთის აგენტების შესახებ „გამჭვირვალობის კანონის“ პარლამენტში ერთ-ერთი ინიციატორი, სწორედ ანრი ოხანაშვილია. რა თქმა უნდა, მასაც, როგორც ამ კანონპროექტის მხარდამჭერ დეპუტატებსაც საზოგადოების ერთი ნაწილი სამშობლოს გამყიდველებს, მოღალატეებს და რუსული კანონის ინიციატორებს უწოდებს. მართალია, ამ კანონპროექტის გარეშეც შეიძლებოდა უცხოეთის აგენტების გამოვლენა, მაგრამ კანონპროექტს არაფერი საერთო არ აქვს რუსულთან. მოკლედ, ქვეყანაში ვითარება დაძაბულია, რაც ისედაც მოსალოდნელი იყო - 2024 ანუ არჩევნების წელია და ფაქტია, პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა კულმინაციამდე არა, მაგრამ საგრძნობლად გაზრდილია. ჰოდა, ურიგო არ იქნება, ანრი ოხანაშვილის ქონებრივი დეკლარაცია განვიხილოთ, ოღონდ მანამდე, ბიოგრაფიას გადავხედოთ.

 

დეპუტატის ბიოგრაფია

ანრი ოხანაშვილი იურისტი, მეცნიერი და პოლიტიკოსი. დაიბადა 1985 წლის 10 ივნისს, ქალაქ თბილისში.

2008 წელს, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის მაგისტრის ხარისხით; 2010 წელს - ქალაქ იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტი - სისხლის სამართლის მიმართულებითდა მაგისტრის ხარისხით; 2012 წლიდან დოქტორანტია ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

2007-2008წწ მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, სპეციალისტად; 2008 წელს - ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის სპეციალისტად; 2008-2009წწ - ფოლკსვაგენის ფონდის მიერ დაფინანსებული გერმანულ-ქართული სამეცნიერო პროექტის მეცნიერ-თანამშრომელია სისხლის სამართალში; 2008-2010წწ - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსია; 2010-2012წწ - იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორია სისხლის სამართლის მიმართულებით; 2010 წელს - ფოლკსვაგენის ფონდის მიერ დაფინანსებული გერმანულ-ქართული სამეცნიერო პროექტის მეცნიერ-თანამშრომელია სისხლის სამართალში; 2011 წელს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის თანაშემწეა; 2011-2012წწ - ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის მოადგილეა; 2012-2016წწ - იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი სისხლის სამართლის მიმართულებით; 2012-2013წწ - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკის განყოფილების გამგის მოადგილეა; 2015-2017წწ - საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის პროექტის ფარგლებში არსებული „ქართულ-გერმანული სისხლის სამართლის ელექტრონული ჟურნალის“ მთავარი რედაქტორია; 2016-2017წწ - საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსია; 2017-2020წწ - საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრია საარჩევნო ბლოკიდან- „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“; 2020 წლიდან- საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრია საარჩევნო ბლოკიდან- „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“.

2020 წლიდან, ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორია.

 

ანრი ოხანაშვილის დეკლარაცია

ქონებრივი დეკლარაცია დეპუტატმა 2024 წლის29 იანვარს შეავსო, საიდანაც ვიგებთ რომ ჰყავს მეუღლე - მაკა ხოდელი და სამი შვილი - მარიამი, ანა და ნუცა.

მაკა ხოდელის 100%-იან საკუთრებაშია 800 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი თბილისში, გრიგოლ ფერაძის პირველი ჩიხის #16-ში. დეკლარაციაში მითითებულია, რომ მიწის ეს ნაკვეთი დეპუტატის მეუღლეს 2018 წელს აჩუქეს.

2019 წელს, მსუბუქი ავტომობილის გასხვისებიდან 9 500 აშშ დოლარი მიუღია, 2002 წლის დანაზოგი შემოსავლიდან - 4 000 ევრო, ხოლო მაკა ხოდელის მიერ, ვადიანი ანაბრიდან გამოტანილი თანხის ოდენობა 4 170.5 ევროა.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ანრი ოხანაშვილის, როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის წლიური შემოსავალია 53 449.92 ლარი, რომელშიც გათვალისწინებულია საპენსიო დაგროვებაც - 1 329.60 ლარი, ხოლო მისი, როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტის და ასოცირებული პროფესორის წლლიური შემოსავალი 7 017.95 ლარია.

მაკა ხოდელის, როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის წლიური შემოსავალია 13 665.71 ლარი, რასაც 2023 წლის 14 ნოემბრიდან, ამავე შემოსავალში დაემატა თსუ იურიდიული ფაკულტეტის შედარებითი და ტრანსნაციონალური სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის სახელფასო ანაზღაურება. ამ შემოსავალში გათვალისწინებულია საპენსიო დაგროვებაც - 339.94 ლარი.

მაკა ხოდელის, როგორც შპს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნეირებათა სამართლის ასოცირებული პროფესორის წლიური შემოსავალი 3 577.8 ლარი. დეპუტატის მეუღლე საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის - IRZ სისხლის სამართლის ქართულ-გერმანული ელექტრონული ლექსიკონის პროექტში მონაწილეობდამ სადაც ანაზღაურების სახით - 100 ევრო მიიღო, ამავე ფონდის ჟურნალისთვის სტატიის თარგმანში - 56 ევრო, ხოლო ამ ფონდის ჟურნალის საორგანიზაციო საკითხებში - 367 ევრო.

დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მაკა ხოდელს აქვს ვადიანი ანაბარი ლიბერთი ბანკში - 4 169.6 ევროს ოდენობით.

საერთაშორისო სამეცნიერო სამართლებრივი ფონდიდან - IRZ, ანრი ოხანაშვილს სამეცნიერო ჰონორარის სახით, 1 000 ევრო მიუღია, მის მეუღლეს კი თსუ-დან, სამეცნიერო მივლინების ჰონორარის სახით - 3 551 ლარი.

სამივე შვილის სწავლის საფასური დეპუტატს, დაახლოებით, 20 000 ლარამდე უჯდება.