პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩებს შეხვდა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დიპლომატიურ მისიაში გამგზავრებამდე საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩებს შეხვდა.

 

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრები გამართა საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებთან: იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში − არჩილ ძულიაშვილთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში − პაატა კალანდაძესთან, ქუვეითის სახელმწიფოში − ნოშრევან ლომთათიძესთან, ისრაელის სახელმწიფოში − ზაზა კანდელაკთან, ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში − ზურაბ მჭედლიშვილთან, ინდოეთის რესპუბლიკაში − ვახტანგ ჯაოშვილთან და ესტონეთის რესპუბლიკაში − ზურაბ ხამაშურიძესთან.

ირაკლი კობახიძემ ელჩებთან მათი დიპლომატიური მისიების პრიორიტეტები განიხილა და კონკრეტული დავალებები მისცა.

მთავრობის მეთაურმა ახალ ელჩებს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.