მამუკა მდინარაძე უმრავლესობის ლიდერის თანამდებობას დაიკავებს

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე უმრავლესობის ლიდერის თანამდებობას დაიკავებს.

მდინარაძე ამ თანამდებობაზე ირაკლი კობახეს შეცვლის. კობახიძე დღეს პარტიის ყრილობაზე პრემიერ-მინისტრის კანდიდატად წარადგინეს.

„ქართული ოცნების“ გუნდში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი გახდა, ირაკლი კობახიძე კი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინეს.