„ქართული ოცნების“ მერვე ყრილობა მიმდინარეობს- ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ქართული ოცნების“ მერვე ყრილობა იმართება. ღონისძიება სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში“ საქართველოს ჰიმნით გაიხსნა.

ირაკლი ღარიბაშვილი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ აირჩიეს. შესაბამის გადაწყვეტილებას პარტიის მერვე ყრილობის დელეგატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

ყრილობამდე გაიმართა პოლიტსაბჭოს სხდომა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე წარადგინა.