აშშ-მა ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა 150 ბიზნესმენსა და ადამიანს სანქციები დაუწესა. მათ შორისაა, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.

სანქციების დაწესება ოთარ ფარცხალაძის ბიზნესსაქმიანობას უკავშირდება. სანქციების პაკეტის ოფიციალურად გამოცხადებამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სანქცირებულთა შორის იყო "ქართველი-რუსი ოლიგარქი".

"რუსეთის საზიანო გავლენა საქართველოში" - სწორედ ამ ქვეთავში არის განხილული ოთარ ფარცხალაძის სანქცირება.

"ოთარ ანზორის ძე ფარცხალაძე შეტანილია სიაში რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობის გამო", - აღნიშნულია დეპარტამენტის განცხადებაში.

ოთარ ფარცხალაძე საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობას 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე იკავებდა.