"კეზერაშვილი არის არაფორმალური მმართველი და ხაბეიშვილი ფორმალური თავმჯდომარე" - ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კეზერაშვილი არის არაფორმალური მმართველი და ხაბეიშვილი ფორმალური თავმჯდომარე. ამ პარტიაშია პრობლემა არაფორმალური მმართველობა. ჩვენ არ გვაქვს ასეთი საკითხები პარტიაში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს პრემიერის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით.

ირაკლი კობახიძის თქმით, ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი არ დახარჯულა და ამ თემაზე ყველაფერს პასუხი გაეცა.

„ეს თემა არის ჩახურული, ყველაფერს პასუხი გაეცა. ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი არ დახარჯულა. შესაბამისად, ეს ყველაფერი ცარიელი სპეკულაციაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.