ირაკლი ღარიბაშვილმა ჟოზეფ ბორელს ვახშამზე უმასპინძლა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ჟოზეფ ბორელსვახშამზე უმასპინძლა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„მთავრობის მეთაურმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არაფორმალურ გარემოში განიხილა.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჟოზეფ ბორელითბილისს 7 სექტემბერს ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილისა და ჟოზეფ ბორელისშეხვედრა როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატებში, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.