ახალუბნის მიმდებარედ საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ორი მოქალაქე გაათავისუფლეს

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის მიმდებარედ დაკავებული თამაზ ფსიტიძე და ზურაბ პეტრიაშვილი თავისუფალი არიან. მათი გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას და ფოტომასალას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

"საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გასათავისუფლებლად ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით", - აცხადებენ სუსში.

გუშინ, 22 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათისთვის, რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი ადამიანი უკანონოდ დააკავეს. სუსში აცხადებდნენ, რომ აამოქმედეს ყველა არსებული მექანიზმი მათ უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

ოკუპანტებმა სოფელ ახალუბანთან საქართველოს ორო მოქალაქე უკანონოდ დააკავეს