მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში საარჩევნო კამპანიას, წესით, ვერ უნდა ახორციელებდეს, მას ადგილი, უბრალოდ, აღარ დარჩა - მიხეილ სარჯველაძე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

არცერთი ოპოზიციონერი, რომელიც საგამოძიებო კომისიაზე ხმამაღლა და ანგაჟირებულად საუბრობს, ადგილზე არ ჩასულა და არ დაუთვალიერებია ტრაგედიის ეპიცენტრი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის სურვილია, ამ ტრაგედიაზე პოლიტიკური დივიდენდების დაწერა და არა ჭეშმარიტების გარკვევა.

„როდესაც ოპოზიციაზე ვსაუბრობთ, რომელსაც ძალიან ხმამაღალი განცხადებები ჰქონდა შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ძალიან ცუდად გამოიყურებოდა მათი მონდომება, რეალურად აშკარად იგრძნობოდა, რომ მათი სურვილი იყო პოლიტიკური დივიდენდების დაწერა ამ უზარმაზარ ტრაგედიაზე და არა ჭეშმარიტების გარკვევა. ეს ჩანდა ყველაფრიდან გამომდინარე. მათ შორის, როდესაც დაიწყო მოთხოვნების წამოყენება საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, ბევრი მსგავსი მოთხოვნა ვიხილეთ, მაგრამ არავის დაგვავიწყდეს, რომ არცერთი ის ოპოზიციონერი, რომელიც ამაზე ძალიან ხმამაღლა და ანგაჟირებულად საუბრობს, პრაქტიკულად, ადგილზე არ ჩასულა და ფიზიკურად არ დაუთვალიერებია იქ მომხდარი ტრაგედიის ეპიცენტრი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მიხეილ სააკაშვილს მოუწვს პატივი სცეს და ანგარიში გაუწიოს ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობას. საქართვთველოში პოლიტიკაში მონაწილეობის უფლება უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს. სააკაშვილის პირადი გადაწყვეტილება იყო, რომ მან დატოვა საქართველოს მოქალაქეობა და წავიდა სხვა სახელმწიფოში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, როგორც ჩანს, სააკაშვილი ახლა მიიჩნევს, რომ დროა, ისაუბროს საქართველოს პოლიტიკაში მისი მონაწილეობის შესახებ.

„ასეთი ტიპის განცხადებები უფრო მეტად ყურადღების მიქცევის მიზანს ისახავს, ვიდრე კონკრეტული საგნობრივი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების გაცნობას საზოგადოებისთვის. არ მგონია, სხვა მოტივაცია ან სხვა აქტივობა ადამიანებისთვის, რომლებიც არიან „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით, და ის დაჯგუფება, რომელიც ძირითადად დაკავშირებულია სააკაშვილის სახელთან, მათი აქტივობები და გეგმები ამას უკავშირდება, ამ დრომდეც ასე იყო, მომავალშიც ასე გაგრძელდება. არაფერი სიახლე ამ თვალსაზრისით არ იქნება. რაც შეეხება საკითხს იმის თაობაზე, რომ თვითონ სააკაშვილისთვის შეიძლება იყოს ეს ერთგვარი ახალი ასპარეზი ან ახალი მიმართულება, რომლის მეშვეობითაც ის კვლავ შეცვლის თავის გადაწყვეტილებას და იტყვის, რომ აპირებს ამიერიდან პოლიტიკაში ჩართვას, ესეც ალბათ მოსალოდნელი იყო. ის გარკვეულ ეტაპზე პოზიციონირებდა, როგორც თითქოს ნეიტრალური საქართველოს პოლიტიკასთან მიმართებაში, გარკვეულ ეტაპზე გარკვეულ პრეტენზიებს და გარკვეულ ამბიციებს აცხადებდა ქართულ პოლიტიკასთან მიმართებაში იმის მიხედვით, როგორ შეიძლება ყოფილიყო მისთვის ხელსაყრელი იმ კონკრეტულ სიტუაციაში და იმ კონკრეტულ მომენტში. როგორც ჩანს, ახლა ის თვლის, რომ დროა, ისაუბროს საქართველოს პოლიტიკაში თავისი მონაწილეობის შესახებ. თუმცა, მინდა, აქვე ვთქვა, რომ არ მგონია, ამ შემთხვევაში მისი ნეგატიური წონა, რომელიც აქვს ქართულ პოლიტიკაში, სადმე გამქრალიყო. ამას ანგარიშის გაწევა დასჭირდება და კვლავაც საკმაოდ მძიმე ტვირთად ექნება, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობას“. საარჩევნო კამპანიას მიხეილ სააკაშვილი, წესით, ვერ უნდა ახორციელებდეს, ქართულ პოლიტიკაში მას ადგილი, უბრალოდ, აღარ დარჩა. ეს შეიძლება, მისი სურვილი იყოს და მცდელობები ვიხილოთ, მაგრამ ეს მართლზომიერი არ არის. მას მოუწევს პატივი სცეს და ანგარიში გაუწიოს ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობას. საქართველოში პოლიტიკაში მონაწილეობის უფლება უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს. სააკაშვილის პირადი გადაწყვეტილება იყო, რომ მან დატოვა საქართველოს მოქალაქეობა და წავიდა სხვა სახელმწიფოში“, – განაცხადა სარჯველაძემ.

სოფო ჯაფარიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის სახელით საარჩევნო კამპანიას იწყებს.