"განვიხილეთ ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის დღის წესრიგი..." - ირაკლი ღარიბაშვილი იენს სტოლტენბერგთან შეხვედრაზე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

პრემიერი ხაზს უსვამს, რომ საქართველო და ნატო საიმედო პარტნიორები არიან.

„ბრიუსელში ჩემი ვიზიტის ფარგლებში, შესანიშნავი შეხვედრა მქონდა იენს სტოლტენბერგთან. საქართველო და ნატო საიმედო პარტნიორები არიან. განვიხილეთ ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის დღის წესრიგი, რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები და მომავალი პარტნიორობის საკითხები”, - აღნიშნავს მთავრობის მეთაური.