ჩვენთვის საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანაა - ბორელი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, საქართველო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა და დღევანდელი მინისტერიალი კარგი ადგილია მასზე სასაუბროდ.

ბორელის თქმით, მათ ახსოვთ, რომ ქვეყანას უსაფრთხოების სპეციფიკური გამოწვევები აქვს, რადგან მისი ტერიტორია ნაწილობრივ არის ოკუპირებული რუსეთის მიერ.

"ჩვენთვის საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანაა და გვახსოვს, რომ მას აქვს უსაფრთხოების სპეციფიკური საკითხები, რადგან მისი ტერიტორია ნაწილობრივ ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ასე რომ ეს მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს შესახებ სასაუბროდ," - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალი იმართება. შეხვედრაზე მინისტრები მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრებენ, მათ შორის საქართველოზეც. შეხვედრას დაესწრება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი.