ჩვენი მხრიდან სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპი დაცული იქნება-ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მინდა შეგახსენოთ, რომ ყველა დეპუტატის ვალდებულებაა, გაუფრთხილდეს სახელმწიფო სუვერნიტეტს, სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს. ჩვენ ვმოქმედებთ სწორედ ამ პრინციპების შესაბამისად.- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მხრიდან სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპი დაცული იქნება.

„სამწუხაროდ, ჩვენ ამ შემთხვევაში, ამ პრინციპების დასაცავად გვიწევს მოქმედება იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებსაც ეწოდებათ ოპოზიცია. ეს არის ძალიან სამწუხარო, თუმცა, ჩვენ პრინციპულად ვდგავართ ამ პოზიციაზე. რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპი დაცული იქნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.