“რა მშვენიერი ოფისია, დღეს სინდისს აქვს კაპიკის ფასი, თორემ ასეთ ოფისებს დიიიდი ფასი ადევს...” - თაკო ჩარკვიანი მელიას “პოლიტიკურ ჩალიჩზე”

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე მის თანაგუნდელებთან ერთად  სამუშაოდ სარაჯიშვილის ქუჩაზე გადადავიდა. მელია დღეს ოფისში არ გამოჩენილია, თუმცა მისი თანაგუნდელები  ადასტურებენ, რომ ახალი შენობა პარტიის ყოფილი თავმჯდომარის და მათი ახალი სამუშაო სივრცეა. პარტიის ოფიციალურ მისამართზე წერილი რამდენიმე დღის წინ მიიღეს, სადაც  ეწერა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ერთი ჯგუფი  სამუშაოდ სხვაგან გადავიდა. დაიწყო თუ არა მელიამ ახალი პარტიის შექმნა? მის გუნდში ამბობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე  პარტიიდან წასვლას არ აპირებს და ის ძალიან მალე პოლიტიკურ ველზე  განახლებული ძალებით გამოჩნდება.

 ამის შესახებ თაკო ჩარკვიანმა "ვერსიას" ექსკლუზიური ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ მიაწოდა. "პირველად თქვენთან ვამბობ, ცოტახანში უმნიშვნელოვანესი ამბავი გამოვა..." - განაცხადა ინტერვიუში.

თაკო ჩარკვიანმა გუშინ საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე ორი პოსტი გამოაქვეყნა. როგორც თვითონ წერს, 10 დღის წინ ტვ ეთერით, ფაქტებზე დაყრდნობით მიაწოდა ინფრომაცია, რომ ნიკა მელიას ახალი პარტიის შექმნა ნამდვილად სურს და ის საზოგადოებას სიცრუეში არასდროს შეიყვანს. 

თაკო ჩარკვიანთან ინტერვიუ შეგიძლიათ იხილოთ ვერსიის ნომერში: