ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაიწყო

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაიწყო.

გაბალის საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურის დახვედრის ცერემონია გაიმართა.

ირაკლი ღარიბაშვილს აეროპორტში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე დახვდნენ.

გაბალაში ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად იმყოფება.