ხელვაჩაურში „ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენცია გაიმართა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციის ფარგლებში, ხელვაჩაურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ზაზა დიასამიძე აირჩიეს. ის ამავდროულად ხელვაჩაურის მოქმედი მერია. მმართველი პარტიის ლიდერები დღეს დილით რეგიონული ორგანიზაციის წევრებს შეხვდნენ და თავმჯდომარესთან ერთად ბიუროს წევრებიც აირჩიეს.

დღესვე, ხელვაჩაურის შემდეგ, პარტიული კონფერენცია ქობულეთშიც გაიმართება და ამით აჭარაში რეგიონულ ორგანიზაციებთან შეხვედრები დასრულდება. „ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით 73 პარტიულ კონფერენციას გამართავს.