რის მიღება სურს რუსეთს აფხაზეთისგან - ტერიტორიებისა და ობიექტების შესახებ

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რის მიღება სურს რუსეთს აფხაზეთისგან?

აფხაზეთის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ერთ-ერთ გამოსვლაში განაცხადა: „არავინ იფიქროს, რომ ჩვენ ვეთანხმებით ჩვენი პარტნიორების ყველა მოთხოვნას. არის საკითხები, რომლებზეც ჩვენ ვამბობთ მტკიცე „არას“.

პრინციპი სასიამოვნოა, თუმცა:
აფხაზეთის რუსი კურატორების მხრიდან დღისწესრიგი დიდი ხანია, განსაზღვრულია და ეს კითხვებიც ყველასათვის ცნობილია:

1. ბინის გაყიდვა რუსებზე: კანონი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს უკრძალავს უძრავი ქონების ფლობას აფხაზეთში. მოსკოვი დიდი ხანია, ცდილობს, აიძულოს ადგილობრივი ხელისუფლება, გამონაკლისი დაუშვას რუსეთის მოქალაქეებისთვის.

2. ენგურჰესების კომპლექსის პრივატიზაცია და მისი გადაცემა რუსულ ენერგოკომპანიაზე. ჰესი პირდაპირ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში მდებარეობს და მხარეები სისტემას ერთობლივად მართავენ. მათი არაფორმალური შეთანხმების თანახმად, აფხაზეთი იღებს წარმოებული ენერგიის 40 პროცენტს და მისთვის სადგური რეალურად ელექტროენერგიის ერთადერთი წყაროა. მოსკოვი დაჟინებით მოითხოვს მთელი აფხაზური ელექტროენერგიის რუსულ კომპანიებზე გადაცემას.

3. სასაზღვრო სოფელი აიბგა, რომლის ნახევარი რუსეთის მხარესაა, მეორე ნაწილი კი აფხაზეთის მხარეს. რუსეთი აცხადებს, რომ მთელ სოფელი მისია – აიბგას გამო რუსეთსა და აფხაზეთს შორის საზღვრის დემარკაციის შესახებ შეთანხმება ჯერ არ გაფორმებულა.

4. სახელმწიფო აგარაკი ბიჭვინთაში. 184 ჰექტარი ფართობით, რომელიც მოიცავს რელიქტური ნაკრძალის ნაწილს. ის რუსეთის მუდმივ მფლობელობაშია 1995 წელს დადებული ხელშეკრულების თანახმად, მაგრამ ახლა მოსკოვს უნდა, მთლიანად მიიტაცოს – ამან საზოგადოებაში პროესი გამოიწვია.
თუკი საქმე ეხება საცხოვრებლის გაყიდვას, მაშინ ხელისუფლებამ უფრო ნათლად და ხმამაღლა უნდა დააფიქსიროს თავის პოზიცია, თორემ ამ თემაზე ღიად მხოლოდ სამოქალაქო აქტივისტები საუბრობენ.

წყარო: „ჯემნიუსი“