სამძიმარსა და თანაგრძნობას ვუცხადებ სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსის დამიანეს ოჯახის წევრებს, მრევლს და საქართველოს საპატრიარქოს - ირაკლი ღარიბაშვილი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსის დამიანეს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

ღარიბაშვილი სამძიმარსა და თანაგრძნობას უცხადებს ეპისკოპოსის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მრევლს, სამთავისისა და კასპის ეპარქიას, საქართველოს საპატრიარქოს.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსის დამიანეს გარდაცვალების გამო.

გულწრფელ სამძიმარსა და თანაგრძნობას ვუცხადებ მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მრევლს, სამთავისისა და კასპის ეპარქიას, საქართველოს საპატრიარქოს", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.