დღეს, პრემიერ-მინისტრი კურორტ წყალტუბოს აღდგენისა და განვითარების გეგმის პრეზენტაციას დაესწრება

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დღეს, 5 ივლისს, 17:00 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წყალტუბოში, ყოფილი სანატორიუმის - „მედეას“ ტერიტორიაზე, საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული კურორტ წყალტუბოს აღდგენისა და განვითარების გეგმის პრეზენტაციას დაესწრება.


საინვესტიციო პროექტის - „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ - პრეზენტაციას საზოგადოებას წარუდგენს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი.

მისამართი: ქ. წყალტუბო, ყოფილი სანატორიუმი - „მედეა“.