"ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი და მათი პარტნიორი, რომელიც ითხოვდა საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი, ბატონი არახამიაა"-პრემიერი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი და მათი პარტნიორი, რომელიც ევროპაში, ამერიკაში და ეს მე ვიცი ჩვენი ამერიკელი და ევროპელი კოლეგების და მეგობრების მხრიდან, დაჟინებით ითხოვდა, რომ საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი, თქვენთან ერთად ძვირფასო ოპონენტებო, იყო უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი, ბატონი არახამია, რომელიც თქვენი მეგობარია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, პრაქტიკულად ულტიმატუმი წაუყენეს ევროპას, რომ თუ საქართველო მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, ძალიან გულდაწყვეტილები დარჩებოდნენ.

„კიდევ ერთი მთავარი ინფორმაცია მინდა ვუთხრა ჩვენს მოქალაქეებს. ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი და მათი პარტნიორი, რომელიც ევროპაში, ამერიკაში და ეს მე ვიცი ჩვენი ამერიკელი და ევროპელი კოლეგების და მეგობრების მხრიდან, დაჟინებით ითხოვდა, რომ საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი, თქვენთან ერთად ძვირფასო ოპონენტებო, იყო უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი, ბატონი არახამია, რომელიც თქვენი მეგობარია. პრაქტიკულად ულტიმატუმი წაუყენეს ევროპას, რომ თუ საქართველო მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, ძალიან გულდაწყვეტილები დარჩებოდნენ. ეს ყველაფერი მათ ძალიან კარგად იციან. ჩვენ საჯაროდ მოვისმინეთ, ბატონი არახამია, ქართული გვარის მატარებელი გამოდის სამარცხვინო ბრალდებებით. ჩვენ მოვისმინეთ ბრალდებები, ისეთი, როგორიც უკავშირდებოდა ქვეყნის დადანაშაულებას სანქცირებული ხელშეწყობაში. ბრალი დაგვდეს მათმა მეგობრებმა უკრაინაში საჯაროდ, თითქოს ჩვენ, მთავრობა ვავალებთ სპეცსამსახურებს და ვეხმარებით რუსულ სანქცირებულ კომპანიებს. დღემდე არც ერთი ფაქტი არ წარმოგიდგენიათ. ეს არის მტრობა ქვეყნის. სად არის თქვენი რეაქცია, სად არის თქვენი პატრიოტობა. ვფიქრობ, ჩვენი მოქალაქეების უდიდესი ნაწილისთვის ყველაფერი არის ცხადი“, - განაცხადა პრემიერმა.