დღეს ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულების 2022 წლის ანგარიშს წარუდგენს

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დღეს 12 საათზე პარლამენტში, საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარულ სხდომაზე მთავრობის მეთაურს მოუსმენენ. ირაკლი ღარიბაშვილი დეპუტატებს სამთავრობო პროგრამის შესრულების 2022 წლის ანგარიშს წარუდგენს.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის ცნობით, ყურადღება გამახვილდება საერთაშორისო ურთიერთობასა და ევროინტეგრაციის საკითხებზე. ასევე, პრემერი ინფორმაციას წარადგენს ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულ მნიშვნელოვან სამუშაოებზე ყველა მიმართულებით.

პროცედურის მიხედვით, მოხსენების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი კანონმდებლების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს.