საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი იწყება

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო სხდომა  ამ წუთებში იწყება. უნდა განიხილონ შვიდი ნოემბრის საქმე. პროცესი ისევ ბრალდებულის გარეშე წარიმართება. მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. სავარაუდოდ, სხდომა გადაიდება.

"ჩვენ სხდომის გადადების მოთხოვნა არ გვაქვს, არც წინა პროცესებზე არ გვქონია, უბრალოდ საპროცესო კანონმდებლობა სასამართლოს აძლევს საშუალებას, ზოგიერთ შემთხვევაში ავალდებულებს სხდომა გადაიდოს იმ შემთხვევაში თუ ბრალდებულს სხდომაზე დასწრების სურვილი, მაგრამ არ აქვს ამის შესაძლებლობა. დღეს მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ახერხებს დასწრებას სასამართლო პროცესზე, ამიტომ არის ალბათობა იმისა, რომ სხდომა გადაიდოს," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.