რუსეთის დუმამ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებისთვის ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რუსეთის დუმამ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებისთვის ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

დოკუმენტის მიხედვით, რუსეთის მოქალაქეებს და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ ადამიანებს, მოქალაქეობის მიღება საკუთარი პასპორტის დათმობის გარეშე შეეძლებათ.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 14 წლამდე ბავშვი მიიღებს მშობლების მოქალაქეობის მსგავს მოქალაქეობას. დოკუმენტი ანიჭებს უფლებას ორივე მხარის პირებს, სამხედრო სამსახური გაიარონ იმ ადგილას, სადაც მუდმივად ცხოვრობენ გაწვევის დროს.

შეთანხმება მიხედვით, სამხედრო სამსახურში მყოფი სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებს რუსეთის მოქალაქეობის მიღების შესახებ განცხადების წარდგენა და რუსეთის მოქალაქეობის მიღება შეეძლებათ.