"ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესის განხილვის შესაძლებლობა მქონდა ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან" - ირაკლი ღარიბაშვილი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესის განხილვის შესაძლებლობა მქონდა ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

პრემიერი აღნიშნავს, რომ ბოლოდროინდელი გეოპოლიტიკური რყევების დროს შევსებული კითხვარის წარდგენა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ერის ევროპულ არჩევანს.

"ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესის განხილვის შესაძლებლობა მქონდა ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან. ბოლოდროინდელი გეოპოლიტიკური რყევების დროს შევსებული კითხვარის წარდგენა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ერის ევროპულ არჩევანს. მადლობელი ვარ ამ გზაზე ევროპარლამენტის მხრიდან საქართველოს უწყვეტი მხარდაჭერისთვის," - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.