მიხეილ ჩხენკელმა ჰუბერტ ქნირშთან სამუშაო შეხვედრა გამართა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოშიგერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან ჰუბერტ ქნირშთან სამუშაო შეხვედრაგამართა, რომლის დროსაც მხარეებმა საქართველოსა და გერმანიის მთავრობას შორისპროფესიული განათლების მიმართულებით არსებული თანამშრომლობის გაღრმავებისსაკითხები განიხილეს.

უწყების ინფორმაციით, მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს გერმანიის მთავრობისმხარდაჭერით საქართველოს პროფესიული განათლების სფეროში განხორციელებულიარაერთი მნიშვნელოვანი პროექტისთვის და განსაკუთრებული ყურადღება გერმანიისსაერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) მიღწეულ შედეგებზე გაამახვილა. სწორედ GIZ-ის ხელშეწყობით დაინერგა საქართველოს პროფესიული განათლების სისტემაშიგერმანული სწავლების დუალური მოდელი, რომელიც დღეს წარმატებით ხორციელდება დავითარდება.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო გერმანული მხარის ფინანსური მხარდაჭერით, გერმანიისსახალხო სკოლების კავშირის (DVV International) მიერ განხორციელებულ პროექტს, რომლისფარგლებშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიხსნა ზრდასრულთა განათლებისცენტრები. დღეის მდგომარეობით ქვეყნის მასშტაბით სულ 13 ასეთი ცენტრი ფუნქციონირებს, რაც ქართულ მხარეს საქართველოს რეგიონებში ზრდასრულთა განათლებაში მნიშვნელოვნადეხმარება.

თავის მხრივ, ჰუბერტ ქნირშმა მიხეილ ჩხენკელს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვისმადლობა გადაუხადა და კვლავაც დაადასტურა საქართველოს განათლების სისტემისმხარდაჭერის მზაობა. გერმანიის ელჩმა პროფესიული განათლების სფეროში ახალიერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზეც ისაუბრა.

შეხვედრას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიანგობრონიძე და გერმანიის საელჩოს განვითარების სფეროში თანამშრომლობის სამსახურისხელმძღვანელი ლიდია კრისტმანი ესწრებოდნენ.