"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, თითოეული ქართველი დიპლომატი ჩვეული შემართებით გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესების დაცვას საზღვარგარეთ" - ილია დარჩიაშვილი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, თითოეული ქართველი დიპლომატი ჩვეული შემართებით გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესების დაცვას საზღვარგარეთ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ილია დარჩიაშვილმა პრემიერ-მინისტრს, გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, პირველ რიგში, მსურს მადლობა გადაგიხადოთ გამოცხადებული ნდობისთვის, თქვენს გუნდში, თქვენთან ერთად, ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე ზრუნვა ჩემთვის დიდი პატივია და ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, თითოეული ქართველი დიპლომატი ჩვეული შემართებით გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესების დაცვას საზღვარგარეთ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ბატონ დავითს გადავუხადო მადლობა და ვუსურვო მას წარმატებები მის მომავალ პროფესიულ ცხოვრებაში“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.