"ყოველგვარი ზღვარი წაშლილია მდიდარ NGO-ებსა და პოლიტიკას შორის" - ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საარჩევნო დამკვირვებლებიც კი, რომლებიც უნდა იყვნენ უმაღლესი სტანდარტის მიუკერძოებელი ორგანიზაციები, პირდაპირ გამოდიან მაპოლარიზებელი და „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო მესიჯებით, რეალურად, ყოველგვარი ზღვარი წაშლილია NGO-ებსა და პოლიტიკას შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედი LIVE"-ში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, საუბარია მდიდარ NGO-ებზე, რომლებიც არიან პოლარიზაციის ერთ-ერთი მთავარი წყარო ქვეყანაში.

„ისინი პირდაპირ გამოდიან კამპანიით, გადახედეთ მათ განცხადებებს და „ფეისბუქ“-გვერდებს, ისინი არიან პოლარიზაციის ერთ-ერთი მთავარი წყარო ამ ქვეყანაში და პირდაპირ აწარმოებენ კამპანიას. მათ შორის არიან ორგანიზაციები, რომლებსაც ჰქვიათ საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციები. საარჩევნო დამკვირვებლებიც კი, რომლებიც უნდა იყვნენ უმაღლესი სტანდარტის მიუკერძოებელი ორგანიზაციები, პირდაპირ გამოდიან მაპოლარიზებელი და „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო მესიჯებით. ყველანაირი ზღვარი წაშლილი აქვთ. რაზეა საუბარი, როცა 2022 წელს პირდაპირ სცენაზე ავიდნენ, მთავრობის გადადგომა მოითხოვეს და საკუთარი მონაწილეობით ახალი მთავრობის ფორმირება. რეალურად, ყოველგვარი ზღვარი წაშლილია NGO-ებსა და პოლიტიკას შორის, საუბარი მაქვს მდიდარ NGO-ებზე. ასეთ ვითარებაში მათ არც ერთ ნაბიჯს უკვე ფასი აღარ აქვს. უკვე ყველამ გაიგო, რაც შეიძლება მანამდე ასე მკაფიოდ გასაგები არ იყო, რომ სინამდვილეში ეს NGO-ები არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პატარ-პატარა დანაყოფები“, - განაცხადა პრემიერმა.