საქართველოში, რუსეთის მოქალაქეები საპრეზიდენტო არჩევნებში ხმას ვერ მისცემენ

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

17 მარტს, როცა რუსეთში პრეზიდენტს აირჩევენ, საქართველოს ტერიტორიაზე საარჩევნო უბნები არ გაიხსნება.

ამის შესახებ რადიო თავისუფლების კორესპონდენტს უთხრეს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. კომისიის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მიზეზი „ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის არქონაა“.

მისი თქმით, თუმცა, გადაწყვეტილება არ შედის კომისიის კომპეტენციაში, ის მიღებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა გაწყდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, 2008 წლის ომის დროს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, სხვადასხვა მონაცემებით, საქართველოში ათიათასობით რუსი ჩავიდა.

თუმცა, „აგვისტოს ომის“ და დიპლომატიურო ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ საქართველოში რუსეთის მოქალაქეებს არ ჰქონიათ მათ ქვეყანაში გამართულ არცერთ კენჭისყრაში მონაწილეობის შესაძლებლობა.