“ზამთრის ტრანსფერი პარტიებისთვის დასრულდა უშედეგოდ“- უგულავა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ზამთრის ტრანსფერი პარტიებისთვის დასრულდა უშედეგოდ. ჯერჯერობით, ბუქსაობის პერიოდია,“ - ასე ეხმაურება გიგი უგულავა ოპოზიციური პარტიების გამსხვილებისკენ მოწოდებას.

როგორც „რეაქციაში“ გიგი უგულავა ამბობს, ამომრჩევლის დაკვეთა ახალი პარტიების შექმნა არ არის. უგულავას თქმით, პოლიტიკოსები ზაფხულისთვის უნდა ჩამოყალიბდნენ, რა ფორმით შეებრძოლებიან რეჟიმს.

ეს პროცესი არის ზაფხულის და ზამთრის ტრანფერებისთვის, აუცილებელია იმისთვის, რომ ერთად რაღაც საერთო ენა გამონახონ პარტიებმა, ციფრებს თუ პოლიტიკოსები არ გაუსწორებენ თვალს, ის ციფრები მძიმე ტალღად ცხვირში მოხვდება ყველას.
ზამთრის ტრანსფერი პარტიებისთვის დასრულდა უშედეგოდ, დარწმუნებული ვარ, რომ ზაფხულისთვის - ივნისი-ივლისისთვის, დარწმუნებული ვარ, პარტიები ემუშაონ ამომრჩეველს და შემდეგ მოუბრუნდებიან ამ საკითხს.
საზოგადოების დაკვეთა ახალი პარტიები არ არის, საზოგადოების დაკვეთა ძალიან მარტივია - გამოძებნეთ საერთო ენა, რომ ეს მონსტრი დაამარცხოთ.

ვის რაში ანაღვლებს ვინ რომელ სიაში იქნებით, სგ პოლიტკოსების საქმეა - მე გეუბნებით, რომ დალაგდით, იმიტომ, რომ ცალ-ცალკე ვერ მოუგებთ. ძალა ერთობაშია ხომ დაგიწერათ ხალხმა ჰიმნზე, მამა რომ კვდება და შვილები ისრებს ცალ-ცალკე ტეხდნენ, ამაზე ხომ გვზრდიდნენ. ერთობა ასე არ ხდება, ყველა, მოდით, გავერთიანდეთ.

ნუ იქნებით ოპოზიციის ოპოზიცია, ყველა საუბრობს ერთობაზე და ამ სამი თვის თავზე, როცა გაერთიანების, ტრანსფერის პერიოდი დაიხურა, უფრო შორს არიან იმ ერთობისგამნ, მანამ ეს საუბარი დაიწყო.

არის ეს საზოგადოების დაკვეთა? - არა, ეს არის ჩვენი პიროვნული, პარტნიული უჯრედების, სამეგობროების სურვილი, მაგრამ როგორც კი ხალხის სურვილზე გადავალთ, ხალხის სურვილია კეთილდღეობა, დაცულობა,“ - ამბობს უგულავა.