ოთხი მედალი ევროპიდან

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბულგარეთის ქალაქ სოფიაშ, ძიუდოისტთა შრის, ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა ჯამში 4 მედალი და გუნდური მეორე ადგილი მოიპოვა. ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი (-81კგ.) და ლუკა მაისურაძე (-90კგ.) გახდნენ, ბრინჯაოს მედლები კი ეთერ ლიპარტელიანმა (-57კგ.) და გურამ თუშიშვილმა (+100კგ.) მოიპოვეს. საგულისხმოა, რომ ლიპარტელიანი გახდა პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე მედლის მოპოვება შეძლო.

კონტინენტის პირველობაზე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ იჭიდავან ნაკრების კაპიტანმა და ლიდერმა ვარლამ ლიპარტელიანმა. მოგეხსენებათ, ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ, ლიპომ კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება, თუმცა შემდეგ გადაიფიქრა და ტატამზე კვლავ გავიდა. მართალია, ლიპარტელიანი უმედლოდ დარჩა, მაგრამ მის დაბრუნებას ევროპული მედია გამოეხმაურა და ეს ფაქტი ხაზგასმით აღინიშნა.