ანანიძემ კარიერა დაასრულაა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

2009 წლის ზაფხულში, მოსკოვის „სპარტაკის“ მეორე გუნდიდან ძირითადში გამორჩეული ფეხბურთელი, 16 წლის ჯანო ანანიძე გადაიყვანეს. ჯანოზზე რუსული კლუბი სერიოზულ იმედებს ამყარებდა, 5-წლიანი კონტრაქტიც გაუფორმა და დაიწყო საუბარი იმის შესახებ, რომ მას რუსეთის ნაკრებში უნდა ეთამაშა. ნააკრებში ანანიძე საქართველომაც მოიწვია და ყველა მოუთმენლად ელოდა, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა 16 წლის ბავშვი.

„მე გავაკეთე არჩევანი, მე ქართველი ვარ და ვითამაშებ ჩემი ქვეყნის ნაკრებში“,-ეს ერთი წინადადება ჯანომ მაშ სოციალურ ქსელში დაწერა და ყველა ქართველი გულშემატკივარ იგააბედნიერა. იმავე წელს, ჯანომ იტალიის ნაკრების წინააღმდეგ, 16 წლის ასაკში, საქართველოს ეროვნული გუნდის მაისური პირველად მოირგო. მთლიანობაშ კი, ამ 13 წლის მანძილზე, ჯანომ 45 შეხვედრა ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. ახლა კი...

29 წლის ასაკში, ანანიძემ კარიერის დასრულება გადაწყვიტა და ეს იმიტომ, რომ გაუთავებელი ტრავმები აწუხებს. როგორც თავად ჯანო ამბობს, სასწორზე ამჯერად მისი ჯანმრთელობა დევს და ოჯახთან კონსულტაციის შემდეგ, აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო. რა თქმა უნდა, ამ ასაკში კარიერის დასრულება ფეხბურთელისთვის ტრაგედიაა, თუმცა თავად ჯანომ უკეთ იცის, რომ ტრავმები მეტის გაკეთების შესაძლებლობას უბრალოდ არ აძლევს.

„2009 წელს, იტალიის წინააღმდეგ, ჯანოსთან ერთად მოედანზე ვიყავი. ის ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა ნაკრებისთვის და საკუთარი ქვეყნის სახელს იცავდა. მადლობა ჯანო!“,-ეს განცხადება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა გაავრცელა.