კვარაცხელიას „ნაპოლი“ შესაძლოა სერია A-დან გააგდონ

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს ეროვნულ პირველობაზე საქმეები კარგად ნამდვილად არ მისდის და ახლა იმის შანსიც არის, რომ „ნაპოლი“ ქვედა ლიგაში გაისტუმრონ. საქმე ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერს ეხება, რომლის სანაცვლოდაც, ოფიციალური ცნობით, ნეაპოლელებმა 71.2 მილიონი ევრო გადაიხადეს. „ქეშად“ იტალიურმა კლუბმა ფრანგულ „ლილს“ 50 მილიონი მისცა, დანარჩენი 21.2 მილიონის სანაცვლოდ კი, საფრანგეთში ოთხი ახალგაზრდა ფეხბურთელი -  ორესტის კარნეზისი, ლუიჯი ლიგუორი, კლაუდიო მანცი და ჩირო პალმეირი გაუშვა. ეჭვიც ამის შემდეგ გაჩნდა, რადგან კარნეზისი გუნდის მესამე თუ მეოთხე მეკარე იყო და ბევრი არაფერი ღირდა, ის სამი კი... ის სამი, სავარაუდოდ ფეხბურთელიც არ იყო, რადგან არც მანამდე და არც მას შემდეგ, ოფიციალურ დონეზე, ერთი შეხვედრაც კი არ გაუმართავთ.

ჰოდა, სამართალდამცავებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ კლუბებმა არაკანონიერი გარიგება დადეს და სინამდვილეში, 21.2 მილიონი უბრალოდ გაათეთრეს, გაიყვეს და ოთხი ახალგაზრდა ამ საქმეში უბრალდო გარიეს, კაპიკები გადაუხადეს და შინ გაუშვეს. ძიება კარგა ხანია მიმდინარეობს და სასამართლო მოსმენებიც მალე დაიწყება, სადაც აუცილებლად იქნება დაბარებული „ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი. ჰოდა, თუ დანაშუალი დამტკიცდება, სოლიდური ფინანსური ჯარიმსი გარდა, ძალიან დიდია იმის შანსი, რომ „ნაპოლი“ სერია B-ში დააქვეითონ. ჰოდა, არაერთხელ გვითქვამს, რომ დროა კვარამ გუნდი გამოიცვალოს და ეგებ ახლა ეს ერთ-ერთი საფუძვლიანი მიზეზიც იყოს.