ტოკიოში უძლიერესი შემადგენლობით, მაგრამ...

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

წლის დასკვნით ტურნირს ძიუდოში, ტოკიო უმასპინძლებს. იაპონიის გრანდ-სლემი მსოფლიო ტურნეებს შორის, ერთ-ერთ, ყველაზე პრესტიჟულად ითვლება და ამიტომ, იქ გამოსვლას ყველა უძლიერესი ძიუდოისტი ესწრაფვის. შეგახსენებთ, რომ შარშან, ამ ტურნირზე, გარკვეულ მიზეზთა გამო, საქართველოდან მხოლოდ ლაშა ბექაური წავიდა, რომელმაც მესამე ადგილი დაიკავა. სამაგიეროდ, როგორც მოსალოდნელი იყო, იაპონელებმა გაიგიჟეს თავი და კაცებში, შვიდ წონაში, ოქროს ხუთი მედალი მოიპოვეს (ოთხი ფინალი იაპონური იყო), ხოლო ქალებში შვიდივე წონაში, შვიდი ოქრო აიღეს (შვიდიდან ოთხი, იაპონური ფინალი იყო). რა გასაკვირია, რომ იაპონელები ახლაც განსაკუთრებულად ემზადებიან და სურთ, რომ მათი ქვეყნიდან ოქრო სხვა ვერცერთი ქვეყნის წარმომადგენელმა ვერ წაიღოს. აღნიშნული ტურნირი 2-3 დეკემბერს გაიმართება, მანამდე კი, ნოემბერში, ევროპის ჩემპიონატი გვაქვს და იაპონიაშიც სწორედ ის შემადგენლობა გაემგზავრება, რომელიც კონტინენტის პირველობაზე. თუმცა, თუ ევროპაზე 12 ძიუდოისტით გამოვალთ, ტოკიოსთვის ნაკრებს კიდევ ორი გამოცდილი სპორტსმენი დაემატება. მაშ ასე, საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ტოკიოს გრანდ-სლემისთვის ასე გამოიყურება:

ლუხუმ ჩხვიმიანი, გიორგი სარდალაშვილი (ორივე -60კგ.), ვაჟა მარგველაშვილი (-66კგ.), გიორგი ტერაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი (ორივე -73კგ.), ტატო გრიგალაშვილი (-81კგ.), ლუკა მაისურაძე, ლაშა ბექაური (ორივე -90კგ.), ილია სულამანიძე (-100კგ.), გელა ზაალიშვილი, გურამ თუშიშვილი (ორივე +100კგ.), ეთერ ლიპარტელიანი (-57კგ.), ეთერ ასკილაშვილი (-63კგ.), სოფიო სომხიშვილი (+78კგ.).