კატასტროფა - „სევილიამ“ ყველა ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ესპანურმა „სევილიამ“ მიმდინარე სეზონი პრიმერა-დივიზიონში მე-11 ადგილზე კი დაასრულა, მაგრამ კონფერენსლიგა მოიგო და თასის გარდა, ჩემპიონთა ლიგის საგზურიც მოიპოვა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომავალ სეზონში, კლუბს უეფასგან სულ ცოტა, 20 მილიონი ევრო შეხვდება და თუ ლიგაზე წინ წაიწევს, ბევრად მეტი, თუმცა... ვინ ელოდება მომავალ სეზონს, კლუბმა ყველა ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა.

„სეზონის ბოლოს დავთვალეთ და გავარკვიეთ, რომ დავალიანება 90 მილიონი ევროა. რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვით, ამ თანხას ვერ ვიშოვით. ამიტომ, კლუბის აბსოლუტურად ყველა მოთამაშე ტრანსფერზეა დაყენებული, შეგიძლიათ, ნებისმიერის შესაძენად მოგვმართოთ და გაყიდვები მაშინ შეჩერდება, როცა 90 მილიონს მოვაგროვებთ“, - ნათქვამია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე