რაგბი ჩვენი თამაშია - ზედიზედ მეშვიდედ ევროპა მოვიგეთ

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რაგბი ევროპის ფინალში, პორტუგალიას დამაჯერებლად, 36-10 სძლია. არადა, მატჩამდე სპეციალისტები ამბობდნენ, რომ სწორედ პორტუგალიის სახით, ბორჯღალოსნებს სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდათ და მაგალითად, მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატზე სწორედ პორტუგალიელებთან ნათამაშები ფრე მოჰყავდათ.

პარიზში გამართული მატჩი მძიმედ დაიწყო და პირველ ნახევარში, ჩვენმა გუნდმა მხოლოდ 4 საჯარიმოს გატანა მოახერხა, ლელომდე კი საქმე არ მიდიოდა. აი, მეორე ტაიმში, შეხვედრის სურათი სრულად შეიცვალა და საქართველოს ნაკრებმა სამი, ერთმანეთზე უკეთესი ლელო დადო და ტიტული შეინარჩუნა.