პირველად ვნახე ლეგენდების მატჩზე სავსე სტადიონი - მარკო მატერაცი

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბათუმში საქართველოს ლეგენდათა ნაკრები „ინტერს“ დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა. შეხვედრის შესახებ კომენტარი იტალიური გუნდის ვეტერანმა ფეხბურთელმა, მარკო მატერაციმ გააკეთა.

„სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო იყო. ვეტერანი ფეხბურთელების მატჩებზე ამდენი მაყურებელი არ დადის. კარიერის დასრულების შემდეგ არაერთხელ მითამაშია მსგავს შეხვედრაში და სავსე სტადიონი პირველად ვნახე.

ყველა ფეხბურთელმა კარგად ითამაშა და ის გააკეთა, რაც შეეძლო, თუმცა მოედანზე საუკეთესო მოთამაშე, რა თქმა უნდა, ლუიშ ფიგუ იყო“, – განაცხადა მატერაციმ.