საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა - ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი სოფელი მამიშლარი იყო. ხოლო მიწისძვრის სიმძლავრემ 3 მაგნიტუდა (ML) შეადგინა.

"თბილისიდან – 61კმ. ქალაქი წალკა - სამხრეთ-დასავლეთი - 19კმ. სოფელი მამიშლარი - 5კმ. 3 მაგნიტუდა (ML)",- აღნიშნულია ვებგვერდზე.

მიწისძვრა დღეს, საქართველოს დროით 12:32 საათზე დაფიქსირდა.