საქართველოს მოქალაქეები არ უჭერენ მხარს ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ყოფნას - IRI

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები არ უჭერენ მხარს ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ყოფნას. გამოკითხულთა 79% წინააღმდეგია რუსეთის მოქალაქეებს ბიზნესის რეგისტრაციის, ქონების შეძენის ან საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება ჰქონდეთ.

პასუხები შემდეგნაირად განაწილდა:

შემოვიდნენ საქართველოში თავისუფლად, ვიზის გარეშე - 13% უჭერს მხარს;
დაარეგისტრირონ ბიზნესი - 7% უჭერს მხარს;
შეიძინონ ქონება - 4%;
არცერთს ზემოთ ჩამოთვლილიდან - 79% უჭერს მხარს;
არ ვიცი/უარი პასუხზე - 5%.

გარდა ამისა, გამოკითხულთა 37% ამბობს, რომ რუსეთის მოქალაქეები არ უნდა შემოვიდნენ საქართველოში, სანამ არ დაგვიბრუნდება ოკუპირებული ტერიტორიები.

კვლევა საქართველოში 4-დან 23 მარტის ჩათვლით ჩატარდა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 %-ია, ხოლო გამოპასუხების მაჩვენებელი - 74%.