მარნეულის სოფელ ქუთლიარში ახალი სკოლა აშენდა

განათლება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სკოლაში მოეწყო თანამედროვე ტიპის საკლასო ოთახები, ლაბორატორიები, სააქტო დარბაზი, კომბინირებული მინი სპორტული მოედანი, სასადილო და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა. სკოლების მშენებლობა დასრულდა ხულდარაში, შულავერში, ქუთლიარში, კასუმლოსა და ჯანდარში, სადაც მოსწავლეები უკვე ევროპული სტანდარტების შესაბამის გარემოში სწავლობენ. მარნეულის მუნიციპალიტეტში 8 ახალი სკოლა შენდება, საიდანაც 5 დასრულებულია, 3 კი დასრულების ეტაპზეა.