თენგიზ ცერცვაძე: „ვაქცინაცია არ არის უსაფრთხო, მაგრამ...“

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

 რამდენი ხნის შემდეგ უნდა აიცრას კოვიდგადატანილი ადამიანი და როდის დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას

ამ კვირაში საქართველოფაიზერის" ვაქცინას ელოდება, თუმცა მანამდე, ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობსუნდობლობისა და უკურეაქციის მძიმე შემთხვევის გამო ერთი კვირის განმავლობაში, ბოლო მონაცემებით, მხოლოდ 3 818 პირი აიცრა და ეს იმ ფონზე, როდესაცასტრაზენეკასვაქცინის 43 ათასი დოზაა ქვეყანაში შემოტანილი. მთავრობის გადაწყვეტილებით, ვაქცინის გაკეთება მედიცინის სფეროში მომუშავე პირების გარდა, 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებსაც შეეძლებათ და ვაქცინაციისთვის დარეგისტრირებას 25 მარტიდან შეძლებენ. იმ ტრაგედიის ფონზე, როდესაც ვაქცინაციის დაწყებიდან სულ რამდენიმე დღეში კოვიდვაქცინას 27 წლის მედდა შეეწირა, „ვერსია“ დაინტერესდა, რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაციის გაგრძელება კოვიდპანდემიის დასამთავრებლად და გამოჩნდა თუ არა მსოფლიო კვლევებით ახალი მედიკამენტი, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგოდ გამოიყენება? - გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს თენგიზ ცერცვაძესთან:   

 - სახელმწიფომ ეფექტური პიარკამპანია უნდა გაატაროს, რათა დაარწმუნოს მოსახლეობა, რომ ვაქცინაცია ერთადერთი გამოსავალია. მოსახლეობას გულწრფელად უნდა ვუთხრათ, რომ ვაქცინაცია არ არის უსაფრთხო, ეს მთელ მსოფლიოში ასეა. საფრთხეს მხოლოდ კორონავირუსის კი არა, სხვა, ნებისმიერი ვაქცინა შეიცავს. როგორც სტატისტიკით გაირკვა, „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში, 5 მილიონზე 41 ანაფილაქსიური რეაქცია განვითარდა და დაახლოებით, 10-მდე თრომბოემბოლიით გართულდა, რაც გარდაცვალებით დამთავრდა. რამდენიმე დღის წინ იტალიაში ახალგაზრდა ვაქცინირებული ქალი თრომბოემბოლიური გართულებით გარდაიცვალა. უნდა ვუთხრათ მოსახლეობას, რომ ასეთი საფრთხე, თეორიულად, არსებობს და სამწუხაროდ, ამის რეალიზება მაინცდამაინც ჩვენთან მოხდა, თუმცა სხვა გამოსავალი არაა. თუ რისკსა და სარგებელს შევადარებთ, სარგებელი მრავალჯერ გადაწონის. ისე, რისკს ყოველ წუთს ვეწევით, როცა გამოვდივართ ქუჩაში - არის ალბათობა, რომ მანქანა დაგვეჯახოს, თვითმფრინავში რომ ვსხდებით, არის ალბათობა, რომ ჩამოვარდეს და ა.შ., მაგრამ ამის გამო, ყველაფერ ამაზე უარს არ ვამბობთ.

 მოკლედ, ასე უნდა მივუდგეთ - ვაქცინაცია შეიცავს გარკვეულ რისკს, მაგრამ მისი არგაკეთება გაცილებით დიდი რისკია. წარმოიდგინეთ, მსოფლიოში კოვიდით 2 700 000 ადამიანია გარდაცვლილი, ვაქცინით კი - 11.

- გასაგებია, მაგრამ შესაძლოა, ვინმემ თქვას, რომ კოვიდით გარდაცვლილები ავად იყვნენ. ეს 11 ადამიანი ავად არ იყო, ამიტომ ამ ციფრების შედარება ნაკლებად ლოგიკურია...

- სიკვდილამდე ავად არც ის 2 700 000 ადამიანი იყო, მაგრამ დაემართა კოვიდი და გარდაიცვალა. არავის გვაქვს გარანტია, რომ კოვიდი არ დაგვემართება და იმ სამწუხარო 2%-ში არ მოვხვდებით, რომლის გადარჩენაც ვერ ხერხდება. სტატისტიკის მიხედვით, ევროპასა და აშშ-სთან შედარებით, სიკვდილობისა და ინფიცირების შემთხვევების მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლი გვაქვს, მაგრამ  ყოველ დღე, კოვიდით მაინც 9-10 ადამიანი იღუპება.

ახლა საქართველო ახალ გზაგასაყარზე დგას და ორი სცენარი გვაქვს ასარჩევი. პირველი - უარს ვამბობთ ვაქცინის მიმართ სკეპტიციზმსა და უნდობლობაზე, მიუხედავად იმისა, რომ მოხდა უბედური შემთხვევა და ვაგრძელებთ აქტიურ ვაქცინაციას, რათა წლის ბოლოს შევასრულოთ გეგმა და მოსახლეობის, მინიმუმ, 60-65% იყოს აცრილი. ამ შემთხვევაში, მოხდება ინფექციის ახალი შემთხვევებისა და გარდაცვალების მინიმიზაცია და შესაძლოა, განულებაც. ყველანაირი შეზღუდვა მოიხსნება, ბიზნესი იქნება ღია, ასევე, შესაძლებელი იქნება ეკონომიკური ვარდნის სწრაფად გამოსწორება, თითოეული მოქალაქის შემოსავალი გაიზრდება და ცხოვრების პირობები გაუმჯობესდება. მოკლედ, დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას.

მეორე სცენარი კი ისაა, რომ ავყვეთ ემოციებს, ზოგჯერ სიჯიუტესაც. ერთგვარად, ასეთი ტრენდი შემოვიდა - „მე არ გავიკეთებ ვაქცინას“, თითქოს ვაქცინის გაკეთებას მტრები ეუბნებიან და ესენი არ თანხმდებიან. მივეცეთ სკეპტიციზმს, გავაღრმაოთ უნდობლობა და არ გავიკეთოთ ვაქცინა, კი ბატონო, არავინ ძალით არ აკეთებინებს, ნებაყოფლობითია, მაგრამ ამას აუცილებლად მოჰყვება ახალი შემთხვევების გაზრდა. ნახეთ, ევროპაში რა ხდება - ყველგან იმატებს შემთხვევები. შემთხვევების გაზრდას მოჰყვება გარდაცვალების მატება და ხელისუფლება იძულებული გახდება, ხელახლა შემოიღოს შეზღუდვები. ამას მოჰყვება უკვე ამ ტიპის უკმაყოფილება და პროტესტი მოსახლეობის მხრიდან. ვნახეთ, რამდენიმე დღის წინ, გერმანიაში, 20 000-იანი მსვლელობა გაიმართა და პოლიციამ წყლის ჭავლით დაშალა, ეს მოხდა ყველაზე კანონმორჩილ და ცივილიზებულ ქვეყანაში.

საბედნიეროდ, საქართველოში ახლა საუკეთესო მოცემულობა გვაქვს, არის ინფიცირებისა და გარდაცვალების დაბალი რიცხვი და უნდა გავიკეთოთ ვაქცინა, რომ ეს რიცხვი არ გაგვექცეს. თუ არ გავიკეთებთ, მაშინ გვექნება მესამე ტალღა. ყველამ განვსაზღვროთ, რა არის უარესი ქვეყნისთვის - თეორიული რისკი, კიდევ განმეორდეს ეს ერთეული, სამწუხარო შემთხვევა, თუ რეალური რისკი, რომ ათასობით ავადმყოფი და ათეულობით გარდაცვლილი გვყავდეს?

- ბატონო თენგიზ, მათ, ვინც კოვიდინფექცია უკვე გადაიტანეს, ვაქცინა რამდენი ხნის შემდეგ უნდა გაიკეთონ?

- ეს წესი მკაცრად გვაქვს განსაზღვრული. ვაქცინაციის საბჭოში არ ვარ, მაგრამ როგორც მკურნალმა ექიმმა, ვიცი, რომ ჩვენთან კანონში 120 დღე ჩაიწერა დიაგნოზის დადგენიდან ანუ როცა დაუდასტურდათ კოვიდი, იმ დღიდან 4 თვის შემდეგ.

- მესამე ტალღა ახსენეთ და საინტერესოა, თქვენი პროგნოზი, თუ ამ ტემპით გაგრძელდა ვაქცინაცია, საქართველოში პანდემიის შემდეგ ტალღას როდის უნდა ველოდოთ?

- ვერ გამოვრიცხავთ მესამე ტალღას. უნდა ვუყუროთ მსოფლიოს, იზრდება რაოდენობა, საფრანგეთში უკვე მიაღწია იმ რაოდენობას, რაც პიკის პერიოდში იყო - 35 000 შემთხვევაა დღეში ანუ იქ მესამე ტალღა უკვე არის. გერმანიაშიც ელოდებიან მესამე ტალღას და ჩვენ ვერ ვიქნებით გამონაკლისი, სამწუხაროდ.

- მნიშვნელოვანია, რაიმე ხომ არ შეიცვალა კორონავირუსის მკურნალობის პროტოკოლში, ან ახალი პრეპარატი ხომ არ გამოჩნდა?

- არაფერი. რამდენიმე პრეპარატს იკვლევენ, მთელი მსოფლიო ელოდება, რომელიმე პირდაპირი ანტივირუსული მოქმედების მედიკამენტს, რომელიც ვაქცინასთან ერთად, პრაქტიკულად, დაამთავრებს პანდემიას. მარტო ვაქცინით, პანდემიას ვერ დავამთავრებთ, ვაქცინით შევამცირებთ, მინიმუმამდე დავიყვანთ, თორემ ვერ დავამთავრებთ იმიტომ, რომ არც ერთ ქვეყანაში არ ხდება მთელი მოსახლეობის აცრა. ყველა აცრილს ვაქცინა ვერ იცავს და ამიტომ, შემთხვევების გარკვეული რაოდენობა ყოველთვის იქნება. ინიფიცრებულებს რომ ვუმკურნალოთ და გარდაცვალების შემთხვევები აღარ იყოს, აუცილებელია ანტივირუსული მოქმედების მედიკამენტი. ჯერჯერობით, ასეთი არ გამოჩენილა, არის მხოლოდ კვლევები. ბოლო, რაც გამოჩნდა პერსპექტიულ პრეპარატებს შორის, „ტოცილიზუმაბია“, რომელიც არ არის ანტივირუსული პრეპარატი, ის კოვიდის გართულების სამკურნალო პრეპარატია და 24%-ით ამცირებს სიკვდილობას მძიმე, კრიტიკულ ავადმყოფებში. ჩვენდა საამაყოდ, ამ მედიკამენტს ვიყენებთ ჯერ კიდევ გასული წლის მარტიდან - მაშინ, როცა პირველად გამოჩნდა ამ მედიკამენტზე ცნობები, მაშინვე ავუღეთ ალღო, რომ ეს მედიკამენტი იქნებოდა ეფექტური.

ივლისში ერთი, ძალიან წარმატებული შემთხვევა გვქონდა - სასიკვდილოდ განწირულ 84 წლის ქალბატონს ვუმკურნალეთ და გადარჩა. „პირველმა არხმა“ მოკლემეტრაჟიანი ფილმიც გადაიღო ამ ქალბატონზე. ამაზე ახალი მედიკამენტი ჯერ არ გამოჩენილა.