აღმოჩენილია 2 ანტისხეული, რომლებიც კოვიდ-19-ის ყველა შტამს ანეიტრალებს

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ისრაელში 2 ანტისხეული აღმოაჩინეს, რომლებიც კოვიდ-19-ის აქამდე ცნობილ ყველა შტამს95%-იანი ეფექტიანობით ანეიტრალებს. თელ-ავივის უნივერსიტეტის მეცნიერები ფიქრობენ, რომ მათი მიგნების შედეგად, კორონავირუსის ვაქცინები, მათ შორის ომიკრონისქვევარიანტებზე მორგებული ახალი ბუსტერებიც, შესაძლოა ცოტა ხანში საერთოდ აღარ იყოსსაჭირო.

ექიმ ნატალია ფრეუნდის ხელმძღვანელობით მომუშავე საერთაშორისო მეცნიერების ჯგუფიაცხადებს, რომ მათ მიერ იზოლირებული ანტისხეულები აბრევიაციით TAU-1109 და TAU-2310, ძალზე ეფექტიანია როგორც დელტა, ისე ომიკრონის ვარიანტების განეიტრალებაში. კერძოდ, TAU-1109 დელტა ვარიანტს 90%-ით ანეიტრალებს, ომიკრონს კი 92%-ით. TAU-2310 ომიკრონთან 84%-ით ეფექტიანია, დელტასთან - 97%-ით.

კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ნაშრომის ავტორები ფიქრობენ, რომ ინფიცირებულთამკურნალობა ამ ორი ანტისხეულის მაღალი კონცენტრაციით, წარმატების უფრო მეტი გარანტიაიქნება, ვიდრე პრევენციული ვაქცინები და მათი ბუსტერ-დოზები. მეციერთა აზრით, ესმეთოდი ხშირ შემთხვევაში ჩაანაცვლებს ვაქცინებს, განსაკუთრებით მოსახლეობის იმნაწილში, რომელიც სუსტი იმუნიტეტის გამო მაღალი რისკის ჯგუფებშია.

ექიმი ფრეუნდი დარწმუნებულია, რომ ამ ორ ანტისხეულს კოვიდ-19-თან ბრძოლაში ნამდვილირევოლუციის მოხდენა შეუძლია. მისი განმარტებით, ვაქცინაციის მთავარი პრობლემა იმაშიმდგომარეობს, რომ ჯერ კიდევ შეუსწავლელია ის მიზეზები, თუ რატომ სუსტდებაორგანიზმისთვის აცრით მინიჭებული დაცვა დაახლოებით 3 თვის შემდეგ. აქედანგამომდინარე, კორონავირუსთან ბრძოლა მხოლოდ პრევენციის მეთოდებს ვერ დაეყრდნობადა აუცილებელია მუშაობის გაგრძელება მკურნალობის ეფექტიანი მეთოდების მიგნებისმიმართულებითაც.

მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ ასეთი შთამბეჭდავი შედეგები შესაძლოა თვითონ ვირუსისევოლუციით იყოს გამოწვეული. მათი განმარტებით, ეს ორი ანტისხეული სპაიკ-პროტეინისისეთ რეგიონს უკავშირდება, რომელიც გაურკვეველი მიზეზებით, ბევრ მუტაციას არ განიცდისდა ვირუსის მეტ ვარიანტს ამარცხებს. ნაშრომის ავტორები ამბობენ, რომ კვლევაში მათკოვიდ-19-ის დღემდე ცნობილი ყველა შტამი გამოსცადეს.

შედეგების გადასამოწმებლად, ანტისხეულები, რომელთა კლონირება თელ-ავივისუნივერსიტეტში მოხდა, კალიფორნიის უნივერსიტეტის სან-დიეგოს ფილიალშიც გადაიგზავნა. შეერთებულ შტატებში ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევებმა დაადასტურა, რომაღნიშნული ანტისხეულები ცოცხალ ვირუსთან ძალზე ეფექტიანია. როგორც მეცნიერებისდაწინაურების ამერიკული ასოციაციის (AAAS) 7 სექტემბრის პრესრელიზი იუწყება, მსგავსიექსპერიმენტი ისრაელის კიდევ ერთ, ბარ-ილანის უნივერსიტეტში ჩატარდა და იქაცანალოგიური შედეგები მიიღეს.

ისრაელის მეცნიერთა ახალი ნაშრომი სამეცნიერო ჟურნალშინეიჩერორშაბათს, 5 სექტემბერს გამოქვეყნდა. თელ-ავივის უნივერსიტეტის მკვლევრების გარდა, მისი ავტორებიარიან მეცნიერები კალიფორნიის უნივერსიტეტის სან-დიეგოს ფილიალიდან (აშშ), სინგუას(ჩინეთი) და ბარ-ილანის (ისრაელი) უნივერსიტეტებიდან.

ამ კვირაშივე, თეთრი სახლის კოვიდ-19-ზე რეაგირების კოორდინატორმა, ექიმმა აშიშ ჯამთქვა, რომ პანდემიაში მნიშვნელოვანი გარდატეხები ხდება, თუმცა მან ყურადღება ისევვაქცინაციის საჭიროებაზე გაამახვილა. ვაშინგტონში გამართულ 6 სექტემბრის ბრიფინგზე მანთქვა, რომახლა იმ ეტაპს ვუახლოვდებით, როცა კოვიდის აცრის ერთი, ყოველწლიური დოზა, სერიოზული დაავადებისგან მთელი წლის მანძილზე მაღალ დონეზე დაგვიცავს“.

შეერთებულ შტატებში უკვე დაიწყო კოვიდ-19-ის განახლებული ვაქცინების დისტრიბუცია. მათი სამიზნე არამარტო კორონავირუსის ორიგინალური ვერსია, არამედ დღეს მისი ყველაზემეტად გავრცელებული, ომიკრონის 2 ქვევარიანტიცაა. კომპანიებიფაიზერ-ბიონტექიდამოდერნა“, რომელთა განახლებულ ვაქცინებსაც ამერიკაში შემოდგომის მომდევნობუსტერ-დოზად ამზადებენ, აცხადებენ, რომ მომავალში ვაქცინის მორგება საჭიროებისშემთხვევაში, ახალ დომინანტურ ვარიანტებზეც არის შესაძლებელი

 

წყარო- amerikiskhma.com