„ჩვენ ვართ ვაქცინაციით დაბალი მოცვის ქვეყანა, იქნება შემთხვევების ზრდა და პიკს ეს ზრდა მიაღწევს შემოდგომაზე" - თენგიზ ცერცვაძე

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რა მასშტაბებს მიაღწევს მსოფლიოსა და საქართველოში COVID-ის ახალი ტალღა - ქართველი სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის პიკი, სავარაუდოდ, შემოდგომისთვის იქნება, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ მატება დრამატული არ უნდა იყოს.

სპეციალისტები მოსახლეობას მოუწოდებენ თავი დაიზღვიონ და ხალხმრავალ ადგილებში პირბადე ატარონ. მედიკოსები ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებაზეც საუბრობენ.

"ფიქსირდება ახალი შემთხვევების ზრდა. სულ რაღაც 2 კვირის წინ იყო 50-60 ახალი შემთხვევა, მაგრამ ის, რაც კარგია, ჩვენთან გარდაცვალება შენარჩუნებულია ძალიან დაბალ, პრაქტიკულად ნულოვან ნიშნულზე. ჩვენ ვართ ვაქცინაციით დაბალი მოცვის ქვეყანა და მოხსნილია ყველა რეგულაცია, ყველაფერი ამის გამო, მე პირადად ველი, რომ იქნება შემთხვევების ზრდა და პიკს, ეს ზრდა, ჩემი ვარაუდით მიაღწევს შემოდგომაზე," - განაცხადა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.