აგვისტოს ომით დაზარალებულ პირებს ვთხოვთ, სასწრაფოდ დაგვიკავშირდნენ – “უფლებები საქართველო”

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ორგანიზაცია “უფლებები საქართველო" 2008 წლის აგვისტოს ომით დაზარალებულ პირებს სთხოვს, სასწრაფოდ დაუკავშირდნენ მითითებულ ნომრებზე. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი:

“ორგანიზაცია ,,უფლებები საქართველო“ (ყოფილი „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“) 2008 წლიდან ახორციელებს რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული პირების წარმომადგენლობას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

2021 წლის ბოლოს, აღნიშნულ საქმეებზე ევროსასამართლოს მხრიდან დაიწყო კომუნიკაცია, თუმცა, სამწუხაროდ, „უფლებები საქართველოს“ არაერთი მცდელობის მიუხედავად, ზოგიერთ დაზარალებულთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

აქედან გამომდინარე, გვსურს საჯარო განცხადებით მივმართოთ გორის რაიონის სოფელ აჩაბეთში, თიღვის მუნიციპალიტეტის სოფელ ავნევში, სოფელ ბელოთში, სოფელ ქემერტში, სოფელ ნულში, სოფელ ქურთაში, სოფელ კეხვში, სოფელ ხეითში, სოფელ ძარწემში, სოფელ ზემო ნიქოზში და სოფელ ვარიანში რეგისტრირებულ იმ პირებს, ვისაც „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ სამართლებრივ დახმარებას უწევდა და ვთხოვოთ, რომ დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ ორგანიზაციას” – აღნიშნულია “უფლებების საქართველოს” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საკონტაქტო ინფორმაცია:

+995 (32) 299 88 56
+995 (593) 42 44 39
This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.