ცვლილებები აზარტული თამაშების შესახებ კანონში

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სათამაშო ბიზნესისთვის შეზღუდვების ნაწილი უკვე ამოქმედდა, ნაწილი კი ეტაპობრივად შევა ძალაში. პროექტის საბოლოო ვარიანტი, რომელიც პარლამენტა დაჩქარებულად განიხილა და დაამტკიცა, პირველი ვარიანტისგან განსხვავებულია.
2022 წელს ძალაში შევა აზარტულ თამაშებთან მიმართებაში რამოდენიმე ცვლილება. 1-ლი იანვრიდან კი, ცვლილებების ნაწილი ამოქმედდა. ცვლილება არის საგადასახადო ნაწილში, რომელიც გულისხმობს დაბეგვრის მოდელის ცვლილებას. თუ კი აქამდე ონლაიინ კაზინოები და აზარტული თამაშების კომპანიები იხდიდნენ ისეთივე სტრუქტურის მოგების გადასახადს, როგორიც ეს იყო განსაზღვრული სხვა ნებისმიერი სექტორისთვის, ამიერიდან ეს ასე აღარ იქნება. კერძოდ, შემოდის დაბეგვრის მეთოდი, რომელიც ევროპული მოდელია. ეს გულისხმობს მიღებულ ფსონებსა და გაცემულ გადასახადებს შორის სხვაობის 10-%-ის ბიუჟეტში შეტანას. როგორც ფინანსთა სამისინტროში ვარაუდობენ ეს იქნება კარგი მოდელი იმისთვის, რომ მათ მიერ დასახული მიზანი იქნეს მიღწეული. ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, რომ საგადასახადო ნაწილში ბიუჯეტში შენატანების მხრივ რადიკალური ცვლილება არ მოხდება.
1-ლი მარტიდან შედის სხვა შეზღუდვებიც ძალაში, ეს ეხება საჯარო მოხელეების და სოციალურად დაუცველების მიმართ შეზღუდვის გავრცელებას აზარტულ თამაშებზე. ასევე 25 წლამდე პირებისთვის, როგორც ონლაინ კაზინოებში, ისე მიწის კაზინოებში თამაშის აკრძალვას. მეორე მოსმენით კანონმდებლობაში შევიდა ცვლილება, 25 წლამდე პირებს შეუნარჩუნდათ აზარტული თამაშების დაწესებულებაში მუშაობის უფლება, თუმცა მათ თამაშის უფლება არ ექნებათ. 1-ლი მარტივად ასევე ძალაში შევა რეკლამის აკრძალვა, საქმე ეხება, როგორც გარე რეკლამებს, ასევე სატელევიზიო რეკლამას.სათამაშო კომპანიებს შეუნარჩუნდებათ მხოლოდ კონკრეტული სექტორებისთვის სპონსორობის უფლება.