საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე, 2024 წლის პირველი აპრილიდან პირველ მაისამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყოველდღიურად შეიზღუდება. უწყების განმარტებით, ამის მიზეზი ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
გზების დეპარტამენტის ცნობით, შეზღუდვა იმოქმედებს 10:00 საათიდან 13:00 საათამდე და 15:00 საათიდან 19:00 საათამდე, ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში, ავტოტრანსპორტის გადაადგილება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში იქნება დაშვებული.
უწყება აცხადებს, რომ ავტოტრანსპორტი ამ რეჟიმით შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით იმოძრავებს.
ბაღდათი-საირმეს გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ერთი თვით შეიზღუდება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი