“გირჩმა” მონანიების საბუთის გაყიდვა დაიწყო

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

“გირჩმა” მონანიების საბუთის გაყიდვა დაიწყო, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ ხართ ორგანიზაცია “ბიბლიური თავისუფლების”  წევრი და აღარ გსურთ მათთან ყოფნა, შეიძენთ ე.წ მონანიების საბუთს, რომლის შემდეგაც გათავისუფლდებით წევრობისგან.

ამის შესახებ ვახტანგ მეგრელიშვილმა და ჰერმან სზაბომ, ფეისბუქის ეთერში განაცხადეს.

ეს გადაწყვეტილება კი მათ ოფისში მომხდარი ინციდენტის შემდეგ მიიღეს, როდესაც მათივე ორგანიზაციის წევრის ძმა ოფისში მივიდა, მიაყენა შეურაცხყოფა პარტიის თანამშრომლებს და ითხოვდა მონანიების საბუთს მისი ძმისთვის.

მომხდარი ინციდენტის შემდეგ იაგო ხვიჩიამ სახის არეში დაზიანებები მიიღო.