ცნობილია ოთხი ხაზი, სადაც 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თბილისის მერიის განცხადებით, 18-მეტრიანი ახალი ავტობუსები 12-მეტრიანებს ოთხ მარშრუტზე - N301, N302, N308 და N314 ჩაანაცვლებს. ეს ავტობუსები დედაქალაქში მომავალი წლიდან იმოძრავებს. მერიის ცნობით, ამ მარშრუტებზე დღიურად 55 ათასი მგზავრობა ფიქსირდება.

N301 ავტობუსი მოძრაობს - პოლიტოვსკაიას ქუჩიდან ბერი გაბრეილ სალოსის გამზირის მიმართულებით. აქვს 63 გაჩერება;
N302 უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონის მიმართულებით. აქვს 49 გაჩერება. 
N308 გლდანის ტბიდან კოლმეურნეობის მოედანზე. აქვს 47 გაჩერება.
N314 დიდი დიღმის მეოთხე მიკრორაიონიდან კოლმეურნეობის მოედნის მიმართულებით. აქვს 47 გაჩერება.
კახი კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ მაღალი ტევადობის ეს ახალი ავტობუსები იმოძრავებს წინასწარ განსაზღვრულ დერეფნებზე, რომელიც საერთაშორისო კონსულტანტებთან ერთად კვლევის შედეგად, მაღალი მგზავრთნაკადის გათვალისწინებით შეირჩა. 

"აღნიშნული ცვლილებით, ახალი ავტობუსის მაღალი ტევადობის გათვალისწინებით, მარშრუტის გამტარუნარიანობა 50 პროცენტით გაიზრდება. გამოთავისუფლებული 12-მეტრიანი ავტობუსები კი დაემატება სხვადასხვა მარშრუტს, რითაც შემცირდება ამ ხაზებზე მოლოდინის დრო, ხოლო განტარუნარიანობა გაიზრდება 40 პროცენტით", - თქვა კალაძემ.

რაც შეეხება გამოთავისუფლებულ 12-მეტრიან ავტობუსებს, ისინი დაემატება შემდეგ მარშრუტებს: N304, 305, 307, 309, 310, 311, 313, 315, 319, 320, 321, 323, 326, 336, 339, 351, 370, 372, 381, 385, 388 და 393. 

ამასთან, N387 მარშრუტზე და N293 მარშრუტზე 8-მეტრიანი ავტობუსები ჩანაცვლდება 12-მეტრიანებით. 

160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი დედაქალაქში ერთი წლის განმავლობაში ეტაპობრივად შემოვა და სატრანსპორტო სქემით დადგენილი 10 ძირითადი დერეფნის სხვადასხვა მარშრუტზე გადანაწილდება.